,,საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება”- გიული ალასანია

,,საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის კვლავ ცუდად არის.

,,ცუდად, ცუდად არის. საჭმელი მიმაქვს და ნახევარზე მეტი უკან მომაქვს, ვერ ეკარება. იმიტომ კი არა, რომ სპეციალურად, უბრალოდ არ შეუძლია. მას აქვს გულის რევა, აქვს უამრავი პრობლემა, რის გამოც ვერ ღეჭავს. მოწამვლა არის. წინა დღეებში 38-ს გადაცილებული იყო ტემპერატურა. ტემპერატურაც და წონაც მუდმივი პრობლემაა”,- აცხადებს გიული ალასანია.

მსგავსი თემები