რუსეთმა ომში დაახლოებით 149 890 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსეთუს სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთმა დაახლოებით 149 890 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 149 890; ​ტანკი – 3 395; ჯავშანტექნიკა – 6 638; საარტილერიო სისტემა – 2 393; სარაკეტო სისტემა – 479; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247; თვითმფრინავები – 300; ვერტმფრენი – 288; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 055; საკრუიზო რაკეტები – 873; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 257; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა –  230.

მსგავსი თემები