,,არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე შსს-მ არ იმუშავა”- ალექსანდრე დარახველიძე

,,არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს.

„გამოძიება ვაწარმოეთ სისხლის სამართლის 12 სხვადასხვა საქმეზე, შეიკრიბა 1 000-ზე მეტი მტკიცებულება, სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 31 პირი, 100-ზე მეტი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულად, 50-ზე მეტი პირი არის დაზარალებული, 300-ზე მეტი მოწმე კი დაიკითხა. პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა და სადაც საკმარისი მტკიცებულება და სტანდარტი გამოიკვეთა, ეს ადამიანები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. სასამართლომ მათ მიმართ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ყველა პირის მიმართ, ვინც ჩვენ და პროკურატურამ სასამართლოს წინაშე წარვადგინეთ, განაჩენები დადგა. სადაც საკმარისი მტკიცებულება გამოიკვეთა, ხალხი პასუხისგებაში მიეცა, ხოლო სადაც პასუხისმგებლობის შესაბამისი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, პოლიციასა და პროკურატურას ბრალის წაყენების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

არასწორია განცხადება, რომ 5 ივლისის საქმის რაიმე ნაწილზე ან მიმართულებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ იმუშავა. როცა სისხლის სამართლის წესით პასუხისგებაზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ადამიანს ბრალდება წაუყენო, საკმარისი მტკიცებულება უნდა არსებობდეს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მსგავსი თემები