რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვის მეტროს ახალი წრიული ხაზის გახსნის ცერემონიაში მოსკოვის მერ სერგეი სობიანინთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მეტროს ახალი წრიული ხაზის გახსნას ვლადიმერ პუტინი საკუთარი კაბინეტიდან დაესწრო.
რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა მეტროს მშენებლობაში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციას მეტროს ხაზს აუცილებლად დაათვალიერებინებს.