,,რუსეთის ფედერაციაში მატულობს პანიკისა და დაშლის პროცესები”- მიხაილო პოდოლიაკი

,,უკრაინა არ ურტყამს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას, უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს,” – ამის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერზე” წერს.

,,უკრაინა არ ურტყამს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს მისი ყველა ტერიტორიის დეოკუპაციისთვის. ეს აქსიომაა. რუსეთის ფედერაციაში მატულობს პანიკისა და დაშლის პროცესები, რომლის გამოვლინებაა ინფრასტრუქტურის ობიექტებზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შიდა შეტევების ზრდა,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები