2 მარტს, კინოთეატრ „ამირანთან“ “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა” და საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ზნეობის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია იგეგემება. როგორც გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, ქვეყანაში „ლგბტ პროპაგანდას“ არ დაუშვებენ.
„2 მარტს, ხუთშაბათს, 18.30 -ზე ვიკრიბებით კინოთეატრ ამირანთან, რათა გავაპროტესტოთ ლგბტ ფილმის “ჩემი ოთახის” ჩვენება – პრემიერა. დავიცვათ ჩვენი შვილების ზნეობა!!!“ – აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ მარტიდან საქართველოს კინოთეატრებში სოსო ბლიაძის ბოლო ფილმი „ჩემი ოთახი“-ს ჩვენებს იწყება. ფილმი თინასა და მეგისთან მეგობრობასა და სექსუალურ ხასიათში გადაზრდას ეხება.