,,ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს ავტორიტეტს და ძალას”- ალუდა ღუდუშაური

,,ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს ავტორიტეტს და ძალას,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციის 5 პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. მისი თქმით, რეზოლუციების შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას. „რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, ეს რეზოლუციები კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას. ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება და ყოველგვარი სპეკულაციები სააკაშვილთან დაკავშირებით უადგილოა, პროცესი არის სამართლებრივ ჭრილში და როგორც ადვოკატები ამბობენ, აპირებენ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სრულიად აბსურდული ხდება ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთადერთი მიზანი არის ორკესტრირებული…

მეტი...

,,სიკვდილის პირას არის ნამდვილად, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით,  არასდროს უნახავს ადამიანი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და სასწრაფოდ გასაშვებია სამკურნალოდ უცხოეთში. “ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომა იწყება. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ვერ წარმოვიდგენდი თუ კიდევ შეიძლებოდა… ისეთი გამხდარია, განლევაა არის უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, რომ  მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. კიდევ მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად, მე ცხოვრებაში, შემიძლია…

მეტი...

,,ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ვალდებულებების შესრულებას”- ალუდა ღუდუშაური

,,ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით  ვალდებულებების შესრულებას”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას. ღუდუშაურის თქმით, ”შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია არც გავყოთ და ერთ კლასტერად მოვიხსენიოთ.” „მათ შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს. მას დაეწია ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია და მეტ მხარდაჭერას აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით. შესაბამისად, ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე ის რეალობა გაიხსენოს, რაც არის და გასცეს პასუხი, მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას როდის აპირებს.…

მეტი...

,,24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ, დავანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის სურვილი და ნება”- გიორგი მარგველაშვილი

,,24 თებერვალს უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებული ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი და ნება”, – ამის  შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მარგველაშვილი საზოგადოებას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს უკრაინაში და ევროპაში მიმდინარეობს ისტორიული პროცესი – უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. აუცილებელია დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ, იმ მებრძოლების მიმართ, ვინც შეაჩერა რუსული აგრესია და საკადრის პასუხს სცემს მათ. მინდა განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო ქართველი მებრძოლების მიმართ, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ უკრაინის თავისუფლებას, არამედ საქართველოს თავისუფლებასა…

მეტი...

შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი – “ხალხის ძალა” კანონპროექტს პარლამენტში აინიცირებს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებით, რომ პარლამენტში აინიცირებენ კანონპროექტს, რომლის სახელწოდებაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ცვლილებების მიხედვით, ქვეყანაში “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრიც” უნდა შეიქმნას. ,,მიგვაჩნია, რომ საჯაროობის და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს არა მხოლოდ იმ პოლიტიკოსების შემოსავლის წყაროები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ სახელმწიფოში, არამედ გამჭვირვალე უნდა იყოს ისეთი სუბიექტების (ენჯეოებისა და მედიის) შემოსავლის წყაროებიც, რომელთა მიზანია ზეგავლენა მოახდინონ საჯარო გადაწყვეტილებებზე და რომლებიც მონაწილეობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ან აქტიურ მონაწილეობას იღებენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს გამართულ დისკუსიებში. სწორედ ამიტომ „ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით,…

მეტი...

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას და ნარკორეალიზატორების დაკავებას. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე. „როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა (მიხეილ სააკაშვილის) საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ ხუთ მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ხუთ მისამართზე განათავსა. სახლები განთავსდა კეცხოველისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, დიღმის მასივის მესამე კვარტალსა და სიმონ ავალიანის მეორე შესახვევში (თხინვალა). სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საჯარო სექტორს ქუჩის ბინადარი ცხოველების დახმარებასა და მკაცრი ზამთრის გადასატანად, მსგავსი აქტივობების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.

მეტი...

საქართველოდან თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

საქართველოს მთავრობამ, თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის, ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით, 1 მლნ ლარი, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო. 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას, კონსერვებსა და სხვა საგნებს მოიცავს. ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.

მეტი...

ხობში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ქალი დააკავეს

პოლიციამ ხობში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ზ.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა ნაცნობს – 1974 წელს დაბადებულ ხ.ლ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.უ მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

,,გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო”- გიორგი ჩალაძე

,,გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. „თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს? სად ჩვენ, სად მისი ფული და შესაძლებლობა. გამოვიდა ადვოკატი და იძახის, არ მიქვეყნებენ სტატიებსო. გაუშვით, ბიძია, ეს კაცი, გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შესწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ჩალაძემ.

მეტი...

სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, კიდევ ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნება – გაერო

გაეროს ინფორმაციით, გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად,  სირიის მთავრობა კიდევ ორი სასაზღვრო კორიდორის გახსნას დათანხმდა. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის, რადგან აქამდე ჰუმანიტარული ტვირთი სირიაში მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, შედიოდა. „ძალიან მალე ჩვენ გამოვიყენებთ კიდევ ორ გამშვებ პუნქტს. ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება იმოქმედებს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება მათ გამოსაყენებლად“, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა. გაეროს ცნობით, ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, თურქეთის საზღვართან მდებარე ბაბ-ალ-სალამისა და ალ-რაეს გამშვები პუნქტები, 3 თვით გაიხსნება. პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლება ჰუმანიტარული დახმარების…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 139 080 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 139 080 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 139 080; ​ტანკი – 3 286; ჯავშანტექნიკა – 6 500; საარტილერიო სისტემა – 2 299; სარაკეტო სისტემა – 466; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234; თვითმფრინავები – 298; ვერტმფრენი – 286; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 011; საკრუიზო რაკეტები – 857; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 155; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 218.

მეტი...

,,ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის”- ჯონ კირბი

,,პუტინი აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“- ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსებს ბრძოლის ველზე კვლავ აქვთ ის პრობლემები, რაც მათ ერთი წლის წინ აწუხებდათ. „ცხადია, ბატონი პუტინი არ იღებს კარგ გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში, არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ეს არის ქვეყანა, რომელიც არავის უქმნიდა საფრთხეს. ცხადია, არც მას და არც მის სამხედროებს არ მიუღიათ ჯანსაღი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე. ისინი კვლავ განიცდიან იმავე პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ: ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა.…

მეტი...

მიწისძვრას ცნობილი თურქი მსახიობის დედა ემსხვერპლა

ცნობილი თურქი მსახიობის, ჩაგრი ჩატიკანის დედა გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი დახმარებას ითხოვდა და ეძებდა დედას, რომელიც ჰატაიში იმყოფებოდა მიწისძვრის დროს. “ეს არის ბინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემი იქ იყო! შენობა ყველაზე მაღალი შენობაა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გთხოვთ, დავეხმაროთ უფრო მეტ ადამიანს გადარჩენაში,”- წერდა მსახიობი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. მათგან 31 643 თურქეთში დაიღუპა, 5 700 კი სირიაში. ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მეტი...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. 31 643 თურქეთში დაიღუპა, 5 700 კი სირიაში. ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.  

მეტი...

მიჩიგანის უნივერსიტეტში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რამდენიმე ლოკაციაზე სროლის შედეგად, სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხუთი კი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, მათგან ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა.

მეტი...

,,ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინისთვის ყოველი მოპოვებული ახალი შედეგი – გამარჯვებამდე შემცირებული დროა“, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ. მიმდინარე კვირას ჩვენი დიპლომატიური…

მეტი...

ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. რობინ დანიგანი ამჟამად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2018-2021 წლებში ის ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტში 1992 წლიდან მუშაობს. 2014-2017 წლებში რობინ დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში. დანიგანი ასევე მუშაობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და სალვადორში. რობინ დანიგანი საქართველოში კელი დეგნანს შეცვლის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩად 2020 წლიდან მსახურობს.

მეტი...