უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 139 080 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 139 080; ტანკი – 3 286; ჯავშანტექნიკა – 6 500; საარტილერიო სისტემა – 2 299; სარაკეტო სისტემა – 466; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234; თვითმფრინავები – 298; ვერტმფრენი – 286; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 011; საკრუიზო რაკეტები – 857; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 155; გემი/ნავი/კატარღა – 18; სპეციალური აღჭურვილობა – 218.