,,ვლადიმერ პუტინი გენერლებს წინდებივით ცვლის”- ჯონ კირბი

,,პუტინი აგრძელებს გენერლების შეცვლას ისე, როგორც მე ვიცვლი წინდებს“- ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსებს ბრძოლის ველზე კვლავ აქვთ ის პრობლემები, რაც მათ ერთი წლის წინ აწუხებდათ.

„ცხადია, ბატონი პუტინი არ იღებს კარგ გადაწყვეტილებებს. პირველ რიგში, არ უნდა შეჭრილიყო უკრაინაში. ეს არის ქვეყანა, რომელიც არავის უქმნიდა საფრთხეს. ცხადია, არც მას და არც მის სამხედროებს არ მიუღიათ ჯანსაღი გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე. ისინი კვლავ განიცდიან იმავე პრობლემებს, რაც ერთი წლის წინ ჰქონდათ: ლოგისტიკა, თვითუზრუნველყოფა, ერთობლივი ცეცხლის ინტეგრაცია, ცოცხალი ძალა, პერსონალი, დანაყოფის ერთიანობა. შემიძლია, კიდევ გავაგრძელო. რუს სამხედროებს ეს პრობლემები ჯერ კიდევ არ გადაულახავთ“, – განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ.

 

 

მსგავსი თემები