,,სიკვდილის პირას არის ნამდვილად, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით,  არასდროს უნახავს ადამიანი ისეთ მძიმე მდგომარეობაში, როგორშიც მიხეილ სააკაშვილია.

მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა და სასწრაფოდ გასაშვებია სამკურნალოდ უცხოეთში.

“ვაზიარე და წამოვედი, ძალიან მაგვიანდება, სინოდის სხდომა იწყება. მე ასეთი არაფერი მინახავს, სააკაშვილი კი არა, საერთოდ ადამიანი არ მინახავს ასეთ მდგომარეობაში, ვერ წარმოვიდგენდი თუ კიდევ შეიძლებოდა… ისეთი გამხდარია, განლევაა არის უკვე კუნთების, გავგიჟდი, ღრმული აქვს ხელზე, იწვა, ძლივს ლაპარაკობს, თვითონაც მითხრა, რომ  მე ასე ცუდად არ ვყოფილვარ. კიდევ მუცლის შიდა არეში აქვს ტკივილები დაწყებული. სიკვდილის პირას არის ნამდვილად, მე ცხოვრებაში, შემიძლია ღვთის წინაშე ვთქვა, რომ ტყუილი არ მითქვამს და არც ვიტყვი არასოდეს რაც არ უნდა მოხდეს, იმედი მაქვს, ტყუილს არ ვამბობ, ძალიან ცუდად არის. თუ მკვლელობის განაჩენი არ აქვს გამოტანილი, სასწრაფოდ გასაშვებია უცხოეთში”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. 

მსგავსი თემები