,,ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს ავტორიტეტს და ძალას”- ალუდა ღუდუშაური

,,ევროპარლამენტის რეზოლუციები კარგავს ავტორიტეტს და ძალას,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციის 5 პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

მისი თქმით, რეზოლუციების შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ფაქტია, ეს რეზოლუციები კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, მისი შინაარსი სულ უფრო აცდენილია ფაქტებს და რეალობას. ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება და ყოველგვარი სპეკულაციები სააკაშვილთან დაკავშირებით უადგილოა, პროცესი არის სამართლებრივ ჭრილში და როგორც ადვოკატები ამბობენ, აპირებენ გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. სრულიად აბსურდული ხდება ის კამპანია, რაც გაჩაღებულია ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთადერთი მიზანი არის ორკესტრირებული შეტევა ადამიანზე, რომელიც ქვეყნის და ხალხის სამსახურშია. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ყველა კარგად ხედავს, რატომ ებრძვიან ივანიშვილს, ხედავენ, რომ ის შეუპოვრად დგას საკუთარი ქვეყნის და ხალხის გვერდით და ასე გააგრძელებს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

ევროპარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის ორი ტექსტი, რომელშიც ივანიშვილის სანქცირებას ითხოვენ

მსგავსი თემები