ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები კიდევ ხუთ მისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით კიდევ ხუთ მისამართზე განათავსა.

სახლები განთავსდა კეცხოველისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში, დიღმის მასივის მესამე კვარტალსა და სიმონ ავალიანის მეორე შესახვევში (თხინვალა).

სახლების დადგმის პროცესში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველმა ადამიანებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო კერძო და საჯარო სექტორს ქუჩის ბინადარი ცხოველების დახმარებასა და მკაცრი ზამთრის გადასატანად, მსგავსი აქტივობების განხორციელებისაკენ მოუწოდებს.

მსგავსი თემები