რატომ მიაკითხა ყოფილმა მეუღლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 40 წუთში – რას უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“  

„ყოფილ მეუღლესთან მცირედი ინცინდენტისას ნიკოლოზ ბასილაშვილი სახლში არ ყოფილა. ის, შვილთან ერთად მანქანაში იჯდა, როცა ყოფილმა მეუღლემ მიაკითხა“ – უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“ და ამბობს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადასტურებს.

„ეს ყველაფერი არის გამოგონილი, სიცრუე. არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადასტურებს, ამიტომაც შეუფარდა მას სასამართლომ გირაო. მტკიცებულებები რომ ყოფილიყო, მას არავინ გამოუშვებდა“ – უყვება წყარო „მედიაცენტრ მთავარს“.

რაც შეეხება თავად ფაქტს, წყაროს ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილის წაყვანიდან დაახლოებით 40 წუთში მიაკითხა.

„ყოფილი მეუღლე ყოველთვის, ყველაფერში ცდილობდა, მაქსიმალურად შეურაცხყო ნიკა ბასილაშვილი. ტყუილია რა ინფორმაციაც ვრცელდება. ნიკა არავის გამოკიდებია. ის მანქანაში იჯდა საკუთარ შვილთან ერთად, ყოფილი მეუღლე ბავშვის წაყვანიდან დაახლოებით 40 წუთში მივიდა მის სახლთან და დაძრულ მანქანას გაეკიდა. რა უნდოდა, რისთვის მივიდა, როცა ბავშვი მამასთან იყო და მას ამისი უფლება ჰქონდა. არადა შვილი ნიკას თავად დედამ გააყოლა. გამორიცხულია ეს ბრალდება, ვინც ნიკას იცნობს, წარმოუდგენელია მისგან მსგავსი ქმედება, ძალადობა, გაბრაზება ჩხუბი. უმშვიდესი ადამიანია, კაცი არ ბრაზდება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“ – განუცხადა წყარომ „მედიაცენტრ მთავარს“.

მასალის გამოყენება “მედიაცენტრ მთავართან” შეთანხმების გარეშე დაუშვებელია.

მსგავსი თემები