,,როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება ცნობილი განსახილველი საკითხები”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ჯერ უცნობია, რა საკითხებს განიხილავენ სინოდის სხდომაზე.

„როგორც წესი, სინოდის სხდომაზე ხდება საკითხები ცნობილი. დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს გამოიტანს. არ ყოფილა (მიხეილ სააკაშვილის) საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს, არც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არ არის მზად”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოში სინოდის სხდომა დღეს გაიმართება.

მსგავსი თემები