მიწისძვრას ცნობილი თურქი მსახიობის დედა ემსხვერპლა

ცნობილი თურქი მსახიობის, ჩაგრი ჩატიკანის დედა გარდაცვლილი იპოვეს. მსახიობი დახმარებას ითხოვდა და ეძებდა დედას, რომელიც ჰატაიში იმყოფებოდა მიწისძვრის დროს.

“ეს არის ბინა, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დედაჩემი იქ იყო! შენობა ყველაზე მაღალი შენობაა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გთხოვთ, დავეხმაროთ უფრო მეტ ადამიანს გადარჩენაში,”- წერდა მსახიობი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. მათგან 31 643 თურქეთში დაიღუპა, 5 700 კი სირიაში.

ადგილზე სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.

მსგავსი თემები