,,ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინისთვის ყოველი მოპოვებული ახალი შედეგი – გამარჯვებამდე შემცირებული დროა“, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, მიმდინარე წელს დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ. მიმდინარე კვირას ჩვენი დიპლომატიური მარათონი გრძელდება. ხვალ მორიგი რამშტაინია, ვემზადებით და ვმუშაობთ, რათა ყველა ჩვენი მოლაპარაკება აისახოს პარტნიორების თავდაცვით გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები