,,ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით ვალდებულებების შესრულებას”- ალუდა ღუდუშაური

,,ზახაროვას ვურჩევდი, პასუხი გასცეს, როდის აპირებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით  ვალდებულებების შესრულებას”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

ღუდუშაურის თქმით, ”შეგვიძლია, მარია ზახაროვა და რადიკალური ოპოზიცია არც გავყოთ და ერთ კლასტერად მოვიხსენიოთ.”

„მათ შევახსენებ, რომ რუსეთს შეთანხმებით აღებული ვალდებულებები აქვს დარღვეული და უნდა შეასრულოს. მას დაეწია ჰააგისა და სტრასბურგის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია და მეტ მხარდაჭერას აფიქსირებს საქართველოს სუვერენიტეტთან მიმართებით. შესაბამისად, ზახაროვას ვურჩევდი, როგორმე ის რეალობა გაიხსენოს, რაც არის და გასცეს პასუხი, მისი ქვეყანა საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას როდის აპირებს. მარია ზახაროვას განცხადება ამორალურია, დამახინჯებულია, ფაქტების უგულებელყოფაა. მისი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტი სახელმწიფო და ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. მისმა ქვეყანამ და ზახაროვას ხელმძღვანელებმა თუ რაიმე უნდა დაიწყონ, ეს ვალდებულებების დროული შესრულებაა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა უზრუნველყო მათი საიმედო დაცვა“ – მარია ზახაროვა

 

 

მსგავსი თემები