ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუა თბილისში გადმოჰყავთ. 43 ადამიანის მძევლად აყვანაში ბრალდებული  სასჯელს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში მოიხდის.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გუშინ ნათესავის სახლში აიყვანეს.

ესებუა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.

 

 

შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მსგავსი თემები