,,რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს”- ემანუელ მაკრონი

,,უკრაინელები დღეს იბრძვიან მშვიდობისთვის, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ”,- ამის შესახებ  საფრანგეთის პრეზიდენტმა,  ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა წააგოს.

“უკრაინას, ამ ომის მოსაგებად, შეუძლია საფრანგეთის და სხვა ევროპელი პარტნიორებისა და მოკავშირეების იმედი ჰქონდეს. რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ომი”, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, სანამ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინაზე თავდასხმას და წინსვლას, უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა გაგრძელდება.

მსგავსი თემები