,,ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე”- ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დავეხმაროთ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში,”– ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა, გორდან გრილიჩ რადმანმა ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხორვატია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერია.

„მე დღეს კიდევ ერთხელ განვუცხადე ილია დარჩიაშვილს ხორვატიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი. ხორვატია გახლავთ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მტკიცე მხარდამჭერი. ჩვენ ველოდებით, დავინახოთ, რომ საქართველო წინ წაიწევს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე და მზად ვართ, დაგეხმაროთ ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებაში. ამ მხრივ შეგიძლიათ, ჩვენი იმედი გქონდეთ თქვენ და თქვენს კოლეგებს. ყველაფერი, რაც გესაჭიროებათ, ჩვენ დაგეხმარებით. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცით, რომ ეს გახლავთ ხანგრძლივი მოგზაურობა, მაგრამ ძალიან სასარგებლო და დიდი სარგებლის მომტანი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, რომ მიგვეღწია საგარეო მიმართულებით ჩვენი მიზნებისთვის. მაგრამ ამან იმუშავა. ჩვენ მივესალმებით თქვენი მტკიცე რეფორმების ძალისხმევას და ვალდებულებებს ამ პროცესში. მე ასევე გამოვხატე ხორვატიის უცვლელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მხარი დავუჭირე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას“, – განაცხადა გორდან ​გრილიჩ რადმანმა.

 

მსგავსი თემები