,,თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს”- ზარქუა პრეზიდენტზე

,,თუ ნიჰილიზმშია, თქვას, დავიღალეო და გავიდეს ან ოპოზიციაში გადავიდეს,”- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

ზარქუას თქმით, მას შთაბეჭდილება რჩება, რომ პრეზიდენტი ”რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია”.

,,მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე რაღაც ჩაკეტილ სივრცეშია და არ მიეწოდება ინფორმაცია, ეს შთაბეჭდილება მრჩება. მან უნდა იცოდეს, რომ საქართველო დღეს ყველაზე აქტუალურია საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, მათ შორის სატრანსპორტო შესაძლებლობებით, ევროკავშირისგან რამდენიმე მილიარდად შეფასებული ელექტროსადენი იდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ევროკომისიამ სამი დღის წინ ჩვენი რეფორმები შეაფასა და ერთ- ერთი მოწინავე ვართ. მე მგონია, რომ მას არ აქვს წვდომა ინფორმაციაზე და რაღაცნაირად უნდა ვუშველოთ, არ გამოდის ასე. თუ მხოლოდ ერთ არხს უყურებს, გასაგებია. ვურჩევდი ევროკომისიის წარმომადგენლებს გაესაუბროს, ვინც ეს ანგარიში გამოაქვეყნა, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს გაესაუბროს, ვინც მოგვილოცა, რომ საქართველო ჰაბი ხდება და ელექტროსადენი იდება. ანაკლიის საუკუნის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. ამ საკითხებზე უნდა იყოს აქცენტირება და რატომ არის ნიჰილიზმში? თუ ნიჰილიზმშია, არ სჯერა ამ ქვეყნის, წარმატებები ვუსურვოთ, ადგეს და გავიდეს მაშინ. დავიღალეო თქვას და გავიდეს, თუ არ შეუძლია ქვეყანას გაუძღვეს ევროპული მომავლისკენ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ვინც ამ ფერხულში არ მოგვყვება და საქართველოზე ასეთ რამეს იტყვის, არ არის მისი ადგილი ჩემი აზრით პოლიტიკაში, ან ოპოზიციაში გადავიდეს,”- განაცხადა ზარქუამ.

 

,,ყველამ უნდა დაამთავროს ამ ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები