,,ჩემი შვილი უდანაშაულოა” – ბადრი ესებუას მამა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა.

ამის შესახებ ტარიელ ესებუამ ადვოკატ იოსებ ჯანაშიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა. სხვა დამატებითი კომენტარი მას არ გაუკეთებია.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გუშინ ნათესავის სახლში აიყვანეს.

ესებუა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ადამიანი არ არის რომელმაც ზუგდიდში, საქართველოს ბანკის” ფილიალი დააყაჩაღა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი წაიღო.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი თემები