,,თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი”- თეა გოდოლაძე

,,2023 წლის საქართველოში, თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი და გადაფარვა უნდა!,”- ამის შესახებ სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, სოციალურ ქსელში წერს.

,,ხალხნო! 2023 წლის საქართველოში, თუ ვინმე იტყვის, რომ თბილისი 8 ბალზეა აშენებული და ყველაფერი წესრიგშია ან უცოდინარი და ბრიყვია, ან თავადაა გასვრილი და გადაფარვა უნდა!
რა ბალი, რის ბალი!! ბალი თუ ვინმემ ახსენა, ესე იგი ბოლო 31 წლის განმავლობაში სტატია არ წაუკითხავს, ინგლისური არ იცის და კომპიუტერი, რომ დასერჩოს და წაიკითხოს!
თბილისი 8 ბალიანი 1991 წლის მერე გახადეს. რა გვეშველება რა!”- წერს თეა გოდოლაძე.

 

მსგავსი თემები