,,პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა”- ჯო ბაიდენი

,,პუტინს ერთი შანსიც არ აქვს, მან უკრაინა უკვე დაკარგა,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „პიბიეს ნიუსაუერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით,  ნატო კოორდინაციას უწევს უკრაინის მხარდაჭერას.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში თუ შეიჭრებოდა, მაშინ, პირველ რიგში, ყველა რუსულენოვანი ადამიანი კეთილგანწყობილი მიესალმებოდა და ეტყოდა, „შემობრძანდით“. მეორე – , ეგონა, რომ ნატო დაიშლებოდა, არაფერს გააკეთებდა, მოქმედების შეეშინდებოდა…“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

 

 

მსგავსი თემები