„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთსა და გერმანიას მოუწოდებს, იყვნენ გარდამტეხი ძალა და უკრაინას თანამედროვე ავიაგამანადგურებლები გადასცენ.

„საფრანგეთსა და გერმანიას გააჩნიათ პოტენციალი, შეცვალონ თამაშის წესები და სწორედ ასე ვხედავ ჩვენს დღევანდელ მოლაპარაკებას. ეს ცხადია. რაც უფრო მალე მივიღებთ შორ რადიუსზე მოქმედ მძიმე შეიარაღებას და ჩვენი პილოტები მიიღებენ თანამედროვე თვითმფრინავებს, მით უფრო მალე დასრულდება ეს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკი საფრანგეთის დედაქალაქს გაერთიანებული სამეფოდან ეწვია. ის ემანუელ მაკრონთან და ოლაფ შოლცთან ერთად ვახშამს დაესწრო.

პარიზის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი დღეს  ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი თემები