,,ოპოზიციიდან დილით ვიღაცას ხინკლის ჭამა ან ხაში მოუნდება, მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო”- ალეკო ელისაშვილი

,,ოპოზიციიდან ვიღაცას ხინკლის ჭამა მოუნდება, დილით მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო. ან „პახმელიაზე“ ხაში მოუნდება და ბოიკოტს გამოაცხადებს, ეს სწორი საქციელი არ არის,”-  ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ბოიკოტი უკვე ანეკდოტის თემა გახდა“.

„აქციებს, რომელსაც ახლა „ნაცმოძრაობა“ მართავს, რა უნდათ? – ხელისუფლების გადაყენება უნდათ და არაფერი ეტყობა, რომ ხელისუფლება გადადგომას აპირებს. ამით ვერც სააკაშვილს იხსნიან. ხელისუფლებას დისკომფორტს ვუქმნითო და დისკომფორტს მხოლოდ პატიოსან პოლიტიკოსებს უქმნიან, რომელთაც ამ სიცივეში დაარბენინებენ. მათ აქციებს 5-50 კაცი დადის. არჩევნებზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვუგოთ „ქართულ ოცნებას“ და მას სტრატეგია უნდა დავუპირისპიროთ. ბოიკოტი უკვე ანეკდოტის თემა გახდა. ამ დღეებში არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ამ ყველაფერზე არ იცინოდეს და არ ამბობდეს, რომ მუშაობა ეზარებათ. ოპოზიციიდან ვიღაცას ხინკლის ჭამა მოუნდება, დილით მოვა და იტყვის, ბოიკოტში ვარო. ან „პახმელიაზე“ ხაში მოუნდება და ბოიკოტს გამოაცხადებს, ეს სწორი საქციელი არ არის. პატიოსანი გადაწყვეტილება იქნება, თუ ვინმე ბოიკოტს გამოაცხადებს, ხელფასი და პარტიული დაფინანსება არ აიღოს. სხვა მხრივ, ეს ხალხის აბუჩად აგდებაა, რადგან ხალხი სიცივესა და სიცხეში ორი კაპიკისთვის წვალობს. ამ დროს დეპუტატს ათასიანი ხელფასები აქვს და მიკროფონის ჩართვა და სამი სიტყვის თქმა ეზარება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები