დაცინვა, ირონია, დამცირება – რუსული პროპაგანდისტული მედია მიხეილ სააკაშვილის თემას აშუქებს

მიხეილ სააკაშვილის საკითხი რუსული საინფორმაციო საშუალებების განხილვის მთავარი თემაა. რუსული მედია, ,,ქართული ოცნების” პროპაგანდის მსგავსად,  საქართველოს მესამე პრეზიდენტს დასცინის და აშარჯებს, ეძახის ,,სიმულანტს”.

დაცინვა, ირონია, დამცირება – ამ სულისკვეთებით აშუქებს რუსული პროპაგანდისტული მედია მიხეილ სააკშვილის თემას. ამჯერად რეპორტაჟი ტელეკომპანია ,,მირმა” მოამზადა. ჟურნალისტის მტკიცებით, სააკაშვილის სიმულიანტობს და ის ცუდადა არ არის.
რეპორტაჟში ერთი ერთში იმეორებს ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური განცხადებების სულისკვეთებას. ,,მირის” თბილისის ბიუროს ჟურნალისტი, მიხეილ რობაქიძეც, იმეორებს რომ სააკაშვილის ექიმებისთვის საშიშროებას წარმოადგენს.

„სააკაშვილის 400 დღიანი პატიმრობა ბიუჯეტს 75 ათასი დოლარი დაუჯდა. მისი რეჟიმის დროს ადამიანებს ციხეებში აწამებდნენ და აუპატიურებდნენ-  ეს არის რუსული პროპაგანდისტული მედიის მთავარი გზავნილი.

მსგავსი თემები