“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის პროაქტიული პოზიციისთვის…” – სააკაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ის ამისთვის უკვე მზადაა. ამის თაობაზე მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომელშიც ვკითხულობთ:

“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.” – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები