„ომიკრონის“ გავრცელების გამო, ზოგი ქვეყანა „ლოქდაუნსაც“ განიხილავს

​კორონავირუსის ე.ს. სამხრეთ აფრიკული შტამი მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში გავრცელდა. მტკიცება, რომ ის „დელტა“ შტამზე უფრო ვერაგია, ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა, ყველა ამტკიცებს, რომ გაცილებით სწრაფად ვრცელდება, ვიდრე არსებული შტამები.

„დაახლოებით 80 ქვეყანაში საკმარისად მოიკიდა ფეხი „ომიკრონმა“. ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელება იმდენად მაღალია, განსაკუთრებულ შეზღუდვებზე – „ლოქდაუნზეც“ კი ფიქრობენ, ამკაცრებენ საზღვრებს. ეს გამოცდილება ჩვენც უნდა გავიზიაროთ და ამ ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანებისთვის განსაკუთრებული ყურადღება და პირობები შევქმნათ“ – განაცხადა ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე შეფასებით,  ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი ქვეყანაში თერაპიულ საწოლებსაც მაქსიმალურად დატვირთავს.

„ჩვენ მეექვსე ტალღაში ისე გადავალთ, ამას ვერც შევიგრძნობთ. რეანიმაციული განყოფილებები ხომ შევსებულია, ომიკრონის შემოსვლა კი გამოიწვევს თერაპიული განყოფილებების შევსებასაც“ – განაცხადა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

 

 

მსგავსი თემები