საქართველოდან 3 712 ტონა ვაშლის ხოლო 5.9 მლნ აშშ დოლარის ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა 3 712 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,707), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.

ასევე 2021 წლის 1 სექტემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით განხორციელდა 11.7 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 5.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 530 ტონით (5%), ღირებულება – 13 ათასი აშშ დოლარით (0.2%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (5 492 ტონა), რუსეთში (3 752 ტონა), უკრაინაში (2 285 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა) და მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებში (10 ტონა).

მსგავსი თემები