დღეს საქართველოს სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. 

საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება. სხდომაში საქართვლოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი თემები