სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა კონსულტაციები დაიწყი და არსებული ინფორმაციით ის მის წინამორბედს, გიორგი მარგველაშვილს, პირადად შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა, სავარაუდოდ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა იყო. ასევე ცნობილია ისიც, რომ ზურაბიშვილი აქტიურად ერთვება შერიგების პროცესში და მიმდინარე კვირიდან ის პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხევდრებს დაიწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად მოისმენს.

სხვა დეტალები თუ რა თემები განიხილეს საქართველოს მოქმედმა და ყოფილმა პრეზიდენტმა ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები