“უკრაინის მაღალჩინოსანს, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“გუშინ ივანიშვილის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ინტერვიუში თქვა, დიდი ამბავი თუ აქ ათრიეს, უკრაინაშიც ხომ ათრიეს თმებითო. ეტყობა ამბები არ მოდის უკრაინის სასაზღვრო ძალების მაღალჩინოსანი, რომელმაც ჩემს წინააღმდეგ ძალა გამოიყენა, ახლა “წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის” სამართლდება უკრაინის ბორისპოლის რაიონის სასამართლოს მიერ და ხანგრძლივი პატიმრობა ელოდება. ეს ისე მაინც გაითვალისწინეთ…” – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

მსგავსი თემები