“სიამაყით და სიამოვნებით მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი ურთიერთობა არ ყოფლა” – ღარიბაშვილი

დღეს გაიმართა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომელზეც ერთმანეთს სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდნენ.

,,დაინტერესებული ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა – საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ამ წელს ეს თქვენი რიგით მეორე ვიზიტია საქართველოში. მე ასევე კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ ერევანში ოფიციალური ვიზიტით მეც ორჯერ ვიყავი და სიამოვნებით და კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მიუთითებს ჩვენს შორის არსებულ მჭიდრო ურეთიერთობაზე, თანამშრომლობაზე კეთილგანწყობაზე, რომელიც ჩვენს შორის არსებობს და მე მინდა ამ განწყობისა და დამოკიდებულებისთვის მადლობა გადაგიხადოთ” – მიმართა პრემიერმა ფაშინიანს.

მსგავსი თემები