„შესაძლოა, დაინფიცირდნენ აცრილებიც და ვირუსგადატანილებიც“ – დევი ტაბიძე „მედიაცენტრ მთავარში“

ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა დევი ტაბიძემ „კორონავრუსის“ ახალი შტამის – ომიკრონის საშიშროებაზე მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მას ვერც ორჯერადად აცრილები და ვერც ვირუსგადატანილები დააღწევენ თავს.

ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაძლოა, დაინფიცირდნენ როგორც აცრილი ადამიანები, ამასთან ის პირებიც, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი. აქ ვირუსის მიმდინარეობა მსუბუქი იქნება. ასეთია ევროპული გამოცდილება“ – განაცხადა დევი ტაბიძემ მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე შეფასებით, საქართველო მეექვსე ტალღაში ისევ შევა, ამას ვერც იგრძნობს.

„ისე გადავალთ “მეექვსე ტალღაში”, რომ ამას ვერც შევიგრძნობთ. “მეხუთე ტალღის” სიმძიმეა ის, რომ კლინიკების ინტენსიური და რეანიმაციული განყოფილებები გაივსო. „ომიკრონის“ მასობრივი შემოსვლა თერაპიული განყოფილებების შევსებას გამოიწვევს“, – განაცხადა პროფესორმა „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მსგავსი თემები