ვირუსით 45 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა – 122, იმერეთი – 197, ქვემო ქართლი – 85, შიდა ქართლი – 56, გურია – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 71, მცხეთა-მთიანეთი – 31, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

 

მსგავსი თემები