საქართველოში „ომიკრონის“ შტამი დადასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დადასტურდა. დადასტურებულია „ომიკრონის“ ორი შემთხვევა.

„ორივე შემთხვევა გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელთაც აქვთ მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში. ორივე იზოლირებული არიან, მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდ-კვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები