ყაჩაღობა ვაზისუბანში – სავარაუდოდ მძარცველები არასრულწლოვნები არიან

ვაზისუბანში მძარცველებმა მაღაზია “ზღაპარი” გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვა დილის 5 საათზე მოხდა და მაღაზიიდან წაღებულია მხოლოდ სიგარეტი.

ძალიან დიდია იმის ეჭვი, რომ მარკეტი არასრულწლოვნებმა დააყაჩაღეს, მათ კონსულტანტებს სიგარეტი მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს, რის შემდეგაც რამდენიმე კოლოფი თამბაქო ძალის გამოყენებით წაიღეს.

ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდა, ამოღებულია ვიდეო კამერების ჩანაწერებიც, თუმცა დამნაშავეების იდენთიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

მსგავსი თემები