„მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ – თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონზე“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საქართველოში დაფიქსირებულ „ომიკრონისშტამთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ ის „დელტა“ შტამზე უფრო ძლიერი იქნება გავრცელებით.

„ საქართველოს სერიოზული მიმოსვლა აქვს უცხოეთის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი გამოწვევაა, თან ბოლომდე არ ვიცით, როგორი გამოწვევაა. ჯერ კიდევ არ დადებულა საბოლოო დასკვნები შტამის ყველა თავისებურების შესახებ. ერთი რამ მინდა, რომ მკაფიოდ განვაცხადო, ეს არც პირველი გამოწვევაა და შესაძლოა არც უკანასკნელი. მას უნდა შევხვდეთ მომზადებული, როგორც ერთ-ერთ რიგით გამოწვევას, ყოველგვარი პანიკის გარეშე. მოსალოდნელია სწრაფი გავრცელება, უფრო სწრაფი, ვიდრე „დელტა“ შტამი ვრცელდებოდა“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ინფექციონისტის შეფასებით, კლინიკურ სექტორს გაუჭირდება, რადგანაც, დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.

„მოსალოდნელია, რომ დატვირთვა კლინიკურ სექტორზე გაიზრდება. თუ აქამდე, პიკის პერიოდში 5-6 ათასი ფიქსირდებოდა, ამ ბოლო დროს დაიკლო და 3 ათასის ფარგლებშია, შესაძლოა ეს რიცხვი გაიზარდოს და შესაბამისად, გაიზარდოს დაწოლა კლინიკურ სექტორზე. ჯერჯერობით არსებული ინფორმაციებით, ეს შტამი არ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას და უფრო მეტ სიკვდილობას“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები