დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა.

თბლისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომერზე:  2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

მსგავსი თემები