„პარლამენტში ვერავინ ვერავის შეიყვანს… ხელისუფლება საკუთარ თავზე ნერვიულობს“ – გიორგი რუხაძე

„ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალი იქნება“-  აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ირაკლი რუხაძე და ამბობს, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდი პარლამენტში ვერანაირი მექანიზმით თუ იძულების წესით ვერ შეიყვანს.  

„ცხადზე ცხადია, რომ ძალით ვერავინ ვერავის ვერსად შეიყვანს.  პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და დავინახეთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს, რამხელა კრიზისში შეიყვანა სახელმწიფო. მათ განცხადებებსაც ეტყობა რაღაც კუთხით, რომ მათ სჭირდებათ გამოსავალი და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ეს რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება და საერთოდ არ იდარდებდა იმაზე თუ რას გააკეთებს ოპოზიცია. არ მგონია, რომ ხელისუფლება იმაზე ნერვიულობდეს, რა მომავალი ექნება ოპოზიციას. ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალი იქნება“- განმარტავს რუხაძე.

მსგავსი თემები