წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა. BMC-ის ფილიალის შენობა სამმა მათგანმა დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, 9 მძევალი იმყოფებოდა.