„არავის, არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს“ – კახა კალაძე

„ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში,“ – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვის“ დროს სიმბოლურად ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან გააკეთა.

კახა კალაძე  დედაქალაქის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოთქმულ  კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  წელს დედაქალაქი,  პანდემიის გამო, საახალწლოდ უფრო  მოკრძალებული, თუმცა, მაინც ულამაზესი იქნება.

„ახლა ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, რომელიც წელს რეაბილიტირდა, სრულად განახლდა და დასვენების და გართობისთვის ყველა ასაკის ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ამ პარკში და რეაბილიტაციის შედეგად როგორ მოწესრიგდა. ახლა ღამის ათი საათია, ეპიდსიტუაციის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ხედავთ, რომ პარკი ცარიელია. სიბნელის გამო, ალბათ, ძნელი გასარჩევია, რა ხდება პარკში. ზოგადად, სიბნელე ბევრი რამის შემაფერხებელია. ჩვენ გამოვიარეთ  სიბნელის, უიმედობის, დეპრესიის წლები და კარგად ვიცით, რას გრძნობს ადამიანი ამ დროს. რა თქმა უნდა, ყველა დამეთანხმებით, ძალიან არასასიამოვნოა ჩაბნელებული პარკი, სკვერი, ქუჩა და ზოგადად სიბნელე” – ცხადებს თბილისის მერი.  

მსგავსი თემები