კორონავირუსმა სერბეთის პატრიარქიც იმსხვერპლა. 90 წლის პატრიარქი ირინეოსი ვირუსს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პატრიარქს ვირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა და ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, “კოვიდ 19″ით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა.