მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა! მინდა, გულითადად მოგილოცოთ ეს დღე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით მომავალი თაობების აღზრდაში.

თითოეულ თქვენგანს, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში.

თქვენი შრომა, ღვაწლი და ამაგი განსაკუთრებით გამოჩნდა პანდემიის დროს განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების დაძლევისას.

იცოდეთ, რომ გულწრფელად ვაფასებთ თქვენს მონდომებას, პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებას, რისი წყალობითაც შესაძლებელი გახდა განათლების უწყვეტობისა და ხარისხის შენარჩუნება.
ღრმად მწამს, მასწავლებლების დაფასება მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროფესიის პრესტიჟის ასამაღლებლად, ასევე მეტი ღირსეული კადრის მოსაზიდად.

გილოცავთ თქვენს პროფესიულ დღეს და მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისთვის.

მსგავსი თემები