“ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა” – თამარ გაბუნია

“დღეს, რასაც ვუყურებთ, ეს არის ლოკალიზებული ეპიდემიოლოგიური სურათი” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება.

„ინტენსიურად გრძელდება კონტაქტების მოძიება და იზოლაცია. პრევენციული ზომები რა თქმა უნდა გრძელდება და ამ შედეგის დასანახად სულ მცირე 2 კვირა გვჭირდება, რათა გამოიკვეთოს სად მივდივართ. ინფიცირებულთა ზრდა არის, მაგრამ ეს არ არის გეომეტრიული პროგრესით ზრდა, რაც ასევე მიუთითებს იმას, რომ ზომებს შედეგი აქვს.

ასეთი დუნე მატების პირობებში, ჩვენ შეგვიძლია კონტაქტების მართვა. კარგია რომ მძიმე შემთხვევები ნაკლებია და შესაბამისად საწოლფონდის გადატვირთვის რისკიც ნაკლებია. ჯერჯერობით სწრაფი პიკის დადგომის სურათი არ იკვეთება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მსგავსი თემები