“გრიპის ვაქცინა შეძენილია და პირველ ნაწილს ერთი კვირის განმავლობაში ველოდებით” – ეკატერინე ტიკარაძე

გრიპის ვაქცინა შეძენილია და ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ პირველი ნაწილი საქართველოში იქნება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანა 250 ათასზე მეტ ვაქცინას შეიძენს.

„ვაქცინა შეძენილია, ჩვენ ვზრუნავთ, რომ შევიძინოთ ვაქცინის დამატებითი რაოდენობა, რადგან მოსახლეობაში გაზრდილია მოთხოვნა და სურვილი რომ იყვნენ აცრილები. შემდეგი ერთი კვირის მანძილზე ველოდებით, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი იქნება საქართველოში და დავიწყებთ მოსახლეობის ვაქცინაციას. საერთო ჯამში, ჩვენ შევიძენთ 250 ათასზე მეტ ვაქცინას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები