ტესტის გარეშე პირდაპირ იზოლაციაში – ახალი გადაწყვეტილება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები ტესტირების გარეშე პირდაპირ იზოლაციაში უნდ გადავიდნენ. მათ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნა კი 12 დღე მოუწევთ.

„სამინისტროში წარვადგინეთ დადგენილება, რომ ინფიცირებულების ახლო კონტაქტები, ოჯახის და სამსახურებრივი კონტაქტები ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. უნდა დარჩნენ სახლში ან კარანტინში. შემდგომ, 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, არ უტარდებათ ტესტირება. 12 დღის შემდგომ კი თავისუფლები არიან. თუ მოხდა კიდეც ინფიცირება ან ჰქონდათ უსიმპტომო ინფიცირება, გადამდებები აღარ არიან. თუ 12 დღის განმავლობაში წარმოეშვებათ სიმპტომი-ხველა, ტემპერატურა , სუნთქვის გაძნელება, უკავშირდებიან ექიმს“,-აღნიშნა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

მსგავსი თემები