დონალდ ტრამპს საავადმყოფოდან, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საავადმყოფოდან დღეს გაწერონ.

უარყოფითია შტატების საპრეზიდენტო კანდიდატის ჯო ბაიდენის ტესტის პასუხი. ბაიდენმა კოვიდ-19-ზე ტესტირება ტრამპთან გამართული დებატების შემდეგ უკვე მესამედ ჩაიტარა.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო დღეიდან შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება პარიზში. ცნობილია, რომ ქალაქის მასშტაბით კაფე-ბარები 15 დღით დაიხრება.

რთული ეპიდისიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში ვირუსს 107 ადამიანი ემსხვერპლა, მედიკოსების რჩევით მოსკოვის ყველა სკოლაში 14 დღით სწავლა შეჩერდება.

გასული დღე-ღამის მონაცემებით, ფატალური შემთხვევების რიცხვი თურქეთში 57-ს, სომხეთში ხუთს, აზერბაიჯანში კი ერთს შეადგენს.

მსგავსი თემები