დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დინამოს აკადემიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აკადემიის ინფორმაციით, საწვრთნელი პროცესი 1 კვირით გადაიდო. 

“ბოლო პერიოდში მათ მინიმალური შეხება ჰქონდათ სავარჯიშო პროცესთან, შესაბამისად აკადემიაში გათვალისწინებულია ჯანმრთელობის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია და ახლო პერიოდში აკადემიის ყველა თანამშრომელს მორიგი ტესტრება ჩაუტარდება, რის შემდეგაც აღდგება საწვრთნელი პროცესი.

ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსშია დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და გათვალისწინებულია მათი რჩევები და მითითებები,” – ნათქვამია დინამოს აკადემიის განცხადებაში. 

მსგავსი თემები